ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია.

სპორტსმენმა  4 წუთსა და 3 წამში დაფარა 1000 მეტრიანი დისტანცია და პირველი ადგილით ნახევარფინალში გადავიდა.

შეჯიბრი უნგრეთში ქალაქ სეგადში 19დან  23-წლამდელებს შორის მიმდინარეობს.

ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებითან ერთად რუსთაველი ნიჩბოსნები ალექსანდრე წივწივაძე და თენგო მაღრაძე იბრძოლებენ მსოფლიო ჩემპიონობისთვის.

ნახევარფინალი დღეს გაიმართება.