ალექსანდრე წივწივაძე ევროპის უმაღლესი კლასის ჩემპიონატის ფინალშია

რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის უმაღლესი კლასის ჩემპიონატის ფინალში გადავიდა.

ჩემპიონატი გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარეობს და სპორტსმენი მასზე 10 წლით უფროს ნიჩბოსნებს ეჯიბრება, რომელთა შორის არიან მსოფლიოსა და ოლიმპიადის გამარჯვებულებიც.

ალექსანდრემ 500 მეტრიანი დისტანცია 1,51 წამში დაფარა და მესამე  ადგილით გადავიდა ჩემპიონატის ფინალში.