ახალგაზრდული ბანაკი რუსთაველებისთვის

ქალაქ რუსთავში, სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების ცენტრის ორგანიზებით 11დან 14 სექტემბრის ჩათვლით ბაკურიანში Squad-R-ის ბანაკი მოეწყობა.

ბანაკის მიზანია აქტიური რუსთაველი ახალგაზრდების დაკავშირება და ქსელის შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, პროექტებზე მუშაობის უნარების განვითარება და ახალგაზრდული შესაძლელობების ხელშეწყობა.

ბანაკი გაიმართება 11-14 სექტემბერს ბაკურიანში და სრულად დაფინანსებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ.

ბანაკში მონაწილეთა რაოდენობა – 45

ბანაკი განკუთვნილია ქალაქ რუსთავში მცხოვრებ 16 დან 26 წლამდე მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის.

შერჩევის წესი: მონაწილეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს, შეირჩევა წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს გასაუბრება. უპირატესობა მიენიჭებათ საზოგადოებრივად აქტიურ, ასევე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტებსა და პროგრამებში ჩართულ ახალგაზრდებს.

განაცხადების მიღება: 22.08 – 02.09.2022

მონაწილეთა შერჩევა: 04.09.2022

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებთან!