ბორჯომის ტყეში ხანძარს ვერ აქრობენ

ბორჯომის ტყეში ცეცხლს  ვერ აქრობენ – რთული რელიეფის და ქარის გამო ხანძრის კერამდე მისვლას მეხანძრე მაშველები ვერ ახერხებენ. როგორც ჩვენთვის ცნობილია ცეცხლი მეორე მთაზე გადავიდა.

განადგურებულია 150  ჰექტარი მწვანე ზონა. მთელს ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.
ქვაბისხევში სახანძრო სამაშველო ტექნიკა, წყალმზიდები და მაღალი გამავლობის ავტომანქანების გარდა მობილიზებულია ავიაცია. მოსახლეობა ამბობს, რომ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება დაგვიანდა.

“ყველგან ბოლია, საშიშია, სულ უფრო ძლიერდება. აქ კლდეებია – სადაც ტექნიკა ვერ გადადის. გუშინ დიდი ტრაქტორი წაიყვანეს, თუმცა ვერ გადავიდა…

მთელი ბუნება დაიწვა, საგანგაიოა, რომ თავის დროზე ვერ მიხედეს. როცა გააგებინეს ცეცხლი მოდებული იყო 10 კვადრატზე, ახლა ამდენი ჰექტარი მიწაა განადგურებული. მაშინათვე რომ მოეხდინათ რეაგირება, ამ მასშტაბის ხანძარი არ იქნებოდა”- აცხადებენ ადგილობრივები.