გიორგი დოხტურიშვილი საქართველო-სომხეთის საზღვართან „მეგობრობის ხიდის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო

გიორგი დოხტურიშვილი საქართველო-სომხეთის საზღვართან,  ახალი საავტომობილო, „მეგობრობის ხიდის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში ქვეყნებს შორის საუკუნოვან თანამეგობრობაზე, არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საავტომობილო ხიდის სამომავლო მნიშვნელოვბაზე ისაუბრეს. „მეგობრობის ხიდის“ გახსნის ცერემონიაზე, სიტყვით მიმართვისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობას – სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში. აღსანიშნავია, რომ „მეგობრობის ხიდი“ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი.