გიორგი დოხტურიშვილმა, ბოლნისში, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა

  • გიორგი დოხტურიშვილმა, ბოლნისში, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტი მოინახულა.  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებული ბოლნისის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული:

1. შეიცვალა სახურავი;

2. მიმდინარეობს შიდა კოსმეტიკური რემონტი;

3. მონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემის;

4. მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემისა და ეზოს კეთილმოწყობა.

სააკაძის ქუჩა N1-ში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება და სექტემბერში დასრულდება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მიმდინარე იფრასტრუქტურული პროექტი რწმუნებულის მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.