გიორგი დოხტურიშვილმა ლევან სუხიტაშვილთან ერთად გარდაბანში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სართიჭალასა და მარტყობში, სკოლებს სრული რეაბილიტაცია უტარდებათ.

მარტყოფის N1 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1 845 884 ლარია, ხოლო სართიჭალის N2 საჯარო სკოლის ღირებულება ჯამში 2 652 724 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მარტყოფის N1 საჯარო სკოლასა და სართიჭალის N2 საჯარო სკოლის პირველ და მეორე კორპუსში დაწყებულია პირველადი სარემონტო და სადემონტაჟო სამუშაოები, კერძოდ:

1. შეიცვალა სახურავი;

2.სრულად განახლდება შიდა ინტერიერი და საკლასო ოთახები;

3. შეიცვლება იატაკი და კარ-ფანჯარა;

4. შეიღებება კედლები;

5. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა;

6. მოპირკეთდება გარე სივრცე;

7. მოეწყობა ახალი სტადიონი და მწვანე სივრცეები;

8. მოასფალტება ეზოს გარკვეული ნაწილები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მიმდინარე სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, რუსთავისა და ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ლევან სუხიტაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.