ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის მოადგილემ, ნიკა კობახიძემ სამუშაო შეხვედრა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცის პრეზიდენტთან, კონსტანტინე ამირაჯიბთან გამართა.
შეხვედრაზე, წამომადგენლებმა ფედერაციის მიზნებსა და ფუნქციებზე, ასევე სასკოლო სპორტის პროგრამების მნიშვნელობაზე და მათ სახეობებზე ისაუბრეს.
სასკოლო სპორტის პროგრამები მოიცავს:
1. საქართველოს სასკოლო ლიგას;
2. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას;
3. სპორტულ – შემეცნებით ოლიმპიადას;
4. საერთაშორისო თამაშებს;
5. თავისუფლების თამაშებს;
6. მხიარულ სტარტებს.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა – 2023“ 2022 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 2023 წლის ივლისში დასკვნითი თამაშებით დასრულდება. ორწლიანი ციკლის გამარჯვებული სკოლები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატების საგზურებს მოიპოვებენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დავით ილურიძე, რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინატორი, ნანა ცინდელიანი და ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენლები.









