საპარლამენტო ოპოზიცია ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. დახურლი შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაა. ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდებს ინფორმაციას, როგორ აჭაინურებს ხლეისუფლება მიზანმიმართულად რეკომენდაციების შესრულებას. შეხვედრაზე ის დეპუტატები არიან მისული, რომლებიც “ქართულ ოცნებასთან” ერთად პარლამენტში შემქნილ სამუშაო ჯგფებში არ იღებენ მნაწილეობას.აღნიშნული შეხვედრა დასავლელი პარტნიორების ინიციატივით შედგა.
რთულია, რომ ვინმემ ვერ დაინახოს “ქართული ოცნების” ანტიამერიკული, ანტიდასავლური, აგრესიული კამპანია, კრემლის პროპაგანდისადრად, როესაც ისინი თავს ესმხიან არა მხოლოდ დასავლელ პარტნიორებს, არამედ ქვეყნის შიგნითაც ცდილობენ შეცვალონ საზოგადოების აზრი. რა თქმა, უნდა ჩვენს პარტნიორებს აქვთ შეკიტხვები, რატომ თვლის ოპოზიციის ნაწილი, რომ ამ პროცესში არ უნდა ჩაერთოს ამ ეტაპზე და რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით პარტიის სახელით განვუმართავთ კონკრეტულ არგუმენტებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ჯგუფშ განსხვავებული პოზიციებია, ამ ნაწილში, რომ “ქართული ოცნების” ამ პროცესში ამ ეტაპზე არ ვართ ჩართული, ჩვენ ვართ ერთიანი, – ამბობს პარლამენტის “რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
ოპოზიციასთან შეხვედრამდე პარტნიორები “ქართულ ოცნებასაც” შეხვდნენ.