,,ენერგო-პრო-ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, თაყაიშვილის, ბერიტაშვილის, გამსახურდიას, მაზმიაშვილის, ნიზამის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში აშკალა, არწივანი, გუმბათიი, რეხა, კოხტა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნორიო, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ხაიში, მზიანეთი, კიზილ-აჯლო, მარაბდა, ჯანდარა, წინწყარო და მიმდებარე სოფლებში;

17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-11 მიკრორაიონში, თბილისის, გოდერძი ჩოხელის, გორის, მეგობრობის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.