ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებსქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აგვისტოს 11:20-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებსგარდაბნის რაიონის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, თელეთი, წალასყური,მთის ძირი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 14:00 საათამდე აბონენტებსდმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, კიზილქილისა, მაშავერა, ბოსლები,უკანგორა, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციოსამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგებაჩვეულ რეჟიმში