ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას დიდგორობა მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა ქართველ ხალხს დღეს დიდგორობა მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დღევანდელი დღე საქართველოს ძლიერების, ერთიანობის, სამშობლოსათვის ბრძოლისა და თავდადების სიმბოლოა.

“გილოცავთ დიდგორობას – ქართველთა გამარჯვების დღეს! „ძლევაი საკვირველი“ საქართველოს ძლიერების, ერთიანობის, სამშობლოსათვის ბრძოლისა და თავდადების სიმბოლოა. საუკუნეთა განმავლობაში სწორედ დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას, რომ ერისა და ბერის ერთად დგომით, ქვეყნის სიყვარულით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებათა ერთგულებით ჩვენ შევძლებთ ყველა გამოწვევის დაძლევას, ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევას. გამთლიანებას, გაძლიერებას და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!”- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა

​დიდგორის ბრძოლიდან დღეს 901 წელი გავიდა და ისტორიაში უდიდესი გამარჯვება სახალხო დღესასწაულით აღინიშნება.