რუსთავში მერაბ კოსტავას გამზირზე, შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრი აწარმოებს.
ამ ეტაპისთვის შეიცვალა სკამები,გასუფთავდა ტერიტორია ,დასრულდა შადრევნის სარემონტო სამუშაოები და გაუქმდა საპარკინგე ზონაც.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ტერიტორიის გამწვანება და კეთილმოწყობა.