მუნიციპალური ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

რუსთავის შემოსასვლელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ავრცელებს.

ხარვეზით იმუშავებს ელექტრონული ტაბლოები და ასევე მობილური აპლიკაცია.

შეცვლილი მარშრუტით მუნიციპალური ტრანსპორტი  1 კვირის განმავლობაში  იმუშავებს. სარებილიტაციო სამუშოების დასრულების შემდეგ შემდეგ ტრანსპორტი  ჩვეულ რეჟიმში  განაგრძობს მუშაობას.

მუნიციპალური ავტოტრანსპორტები შემდეგ მონაკვეთზე იმოძრავებენ –

 

ავტობუსი #1  მე-20 მიკრო რაიონი > ლეონიძის ქუჩა > თოდრიას ქუჩა

ავტობუსი #2 – ლეონიძის ქუჩა > მე-20 მიკრო რაიონი>კოსტავას გამზირი

ავტობუსი #4 – მე-20 მიკრო რაიონი > ლეონიძის ქუჩა > მე-19 მიკრო რაიონი

ავტობუსი #6 – ქუთაისის მოედანი > ტაშკენტის ქუჩა>ლეონიძის ქუჩა

ავტობუსი #7 – ლეონიძის ქუჩა > ტაშკენტის ქუჩა > ქუთაისის მოედანი > კოსტავას გამზირი