მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა. ის ნაპრალში იყო გადავარდნილი და მისი ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.
ცხედარი მესტიაში გადაასვენეს.
რაც შეეხება დანარჩენ ტურისტებს, 2 მათგანი ვერტმფრენით მესტიაში ჩამოიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
დანარჩენი სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.