რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს სატვირთო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.