რუსთაველმა ირაკლი ნოზაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება აიღო

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

რუსთაველი ირაკლი ნოზაძე  ერთ-ერთი აბიტურიენტია, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება, 60 ქულიდან 59 აიღო.

ირაკლი ნოზაძე რუსთავის N4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მას სწავლის გაგრძელება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე სურს.