რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 19 სექტემბერს დაიწყება

რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 19 სექტემბერს დაიწყება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სააღმზრდელო პროცესი დაიწყება ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალში, გარდა პირველი და მერვე ბაღისა.

19 სექტემბერს აღსაზრდელებს პირველად მიიღებს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 150 ბავშვზე გათვლილი #44 საბავშვო ბაღი.