რუსთავში დავით კლდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში დავით კლდიაშვილის მულტიფუნქციური სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად  მიმდინარეობს.

  პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო მოედნები, ატრაქციონები ფანტანები და პარკინგი.

  სკვერში ასევე თანამედროვე სტანდარტების მედიათეკა გაკეთდება.

  პროექტის ღირებულება 4 256 000 ლარია, დასრულება კი 2023 წლის თებერვლის თვეში იგეგმება.