რუსთავში დავით კლდიაშვილის მულტიფუნქციური სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო მოედნები, ატრაქციონები ფანტანები და პარკინგი.
სკვერში ასევე თანამედროვე სტანდარტების მედიათეკა გაკეთდება.
პროექტის ღირებულება 4 256 000 ლარია, დასრულება კი 2023 წლის თებერვლის თვეში იგეგმება.