რუსთავში ოთხი ახალი სკვერისა და შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაციის პროექტები დასრულდა

რუსთავში ოთხი ახალი სკვერისა და შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაციის პროექტები დასრულდა.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ქალაქის სხვადასხვა უბანში, უკვე დასრულებულ პროექტებს, ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავის თანაბარი განვითარება მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, შიდა საუბნო სივრცეების ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ვახორციელებთ.”

დღეისათვის 7 პროექტი უკვე დასრულებულია. ოთხ უბანში მოეწყო რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცეები, სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნები. აღნიშნული პროექტები მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა და სწორედ მათი თხოვნით განხორციელდა. ასევე კეთილმოეწყო შიდა ეზოები და რამდენიმე ქუჩაზე დასრულდა ქვაფენილის დაგების პროცესი“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შიდა საუბნო სკვერები მოეწყო​ თოდრიასა და ლერმონტოვის ქუჩებზე, მე-12-ე და მე-8 მიკრო რაიონებში.

სკვერებში საფეხმავლო ბილიკებზე დაიგო დაწნეხილი ბეტონის ფილები, მოეწყო გაზონები, სარწყავი და გარე განათების სისტემები, ახალი მინი საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდა ტრენაჟორები.

ფიროსმანის ქუჩის #31, 33, 35, 37, 37ა-ში შიდა ეზოების კეთილმოწყობა მოხდა, ოდიშარიას, 1-ლი მაისისა და გაგარინის ქუჩებზე კი ტროტუარების რეაბილიტაციისა და გაზონების მოწყობის პროცესი დასრულდა.

ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და საერთო ღირებულება 1 690 479 ლარს შეადგენს.