რუსთავში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

რუსთავში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

სხდომას ასევე ესწრებოდა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

საკითხი ეხებოდა 2022 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს. დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში და იგი 102 მილიონ 137,7 ათასი ლარით განისაზღვრა.
რუსთაველის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაციისთვის 1 899,6 ათასი ლარით დაფინანსდა. 1 667,2 ათასი ლარით 9 ძმა ხერხეულიძის, დოლიძის, გონაშვილის, ჩოხელის, კონსტიტუციისა და ქაშაკაშვილის ქუჩებზე გზები და ტროტუარები კაპიტალურად შეკეთდება. 506,4 ათასი ლარით რჩეულიშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი სივრცეები მოეწყობა.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქალაქის მერსა და საკრებულოს დეპუტატებს შორის კითხვა-პასუხის მწვავე რეჟიმში  წარიმართა.