სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდე” ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ერთ-ერთი საწარმოს სკოპინგის ანგარიშს გვაცნობს.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ფილტრების გარეშე ეს საწარმო წელიწადში 3200 ტონა მტვერს გამოყოფს.
2020-2022 წლებში გარემოს დაცვის სამინისტროს დადგენილების მიხედვით კი გაფრქვეული მტვრის მყარი ნაწილების რაოდენობა ჰაერში 14 ათასი ტონიდან 2000 ტონამდე უნდა შემცირდეს.
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ქ.რუსთავის მერიაში 18 აგვისტოს 13:00 საათზე შედგება, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. შეგახსენებთ გარემოსთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ უნდა მიმართოთ სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე 153.









