საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” მარტვილის “მერანს” დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, ლიგა 2-ის გათამაშება დღეს, 20 აგვისტოს განახლდება.

21 აგვისტოს საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” სტუმრად მარტვილში გაემგზავრება და ადგილობრივ “მერანს” დაუპირისპირდება.

შეხვედრა მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 17:30 საათზე დაიწყება.