საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები კალათბურთში ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ფინალურ მატჩში მალტა დამაჯერებელი სხვაობით, 37:61 დაამარცხა და “ბ” დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქართული გუნდი ჩემპიონატის განმავლობაში მუდამ ლიდერობდა და ოთხივე თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვა. გამონაკლისი იყო ნახევარფინალური შეხვედრა ალბანეთთან, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა, თუმცა ჩვენი გუნდის სამწვრთელო შტაბმა ფსიქოლოგიურად მძიმე ფინალის სწორად დაგეგმვა და ევროპის C დივიზიონის მოგება დამსახურებულად მოახერხა.