სხეულის გადახურება განსაკუთრებით ადვილად ხდება ბავშვებში, რადგან ბავშვის ორგანიზმს უფრო მეტად უჭირს გარემოს მაღალ ტემპერატურასთან ადაპტირება, ოფლის გამოყოფაც უფრო ნელა ხდება და გაუწყლოებასთან დაკავშირებული მოვლენებიც უფრო სწრაფად ვითარდება.
სხეულის გადახურების რისკი მატულობს მაღალი ტენიანობის პირობებში.
როგორც პედიატრი ეკა გელაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს აუცილებელია ბავშვს ნატურალური მატერიით შეკერილი ტანისამოსი ეცვას, ასევე აუცილებელია დიდი ოდენობის სითხის მიღება, რადგან ბავშვის სხეული დავიცვათ სხეულის გადახურებისგან.









