კიდევ ერთი ვერცხლი ესტონეთიდან
ტალინში, ტაეკვონდოში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, რუსთაველმა ოზდან ფაშაევმა (+78 კგ) მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა
შეგახსენებთ, რომ ესტონეთში მიმდინარე ჩემპიონატზე რუსთაველი სპორტსმენები საქართველოს ნაკრებთან ერთად არიან წარდგენილი, სადაც პირველი ვერცხლის მედალი რუსთაველმა საბა ბეგიაშვილმა მოიპოვა