რუსთავში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც ქალაქის შემოსასვლელის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ქალაქის შემოსასვლელში, 70 000 მ2-მდე ფართობზე, მწვანე სივრცე, გარე განათების ქსელი და ტექნიკური წყლის სარწყავი სისტემა მოეწყობა.
დაირგვება 1680-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ტერიტორიაზე განთავსდება ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერა- ,,რუსთავი’’. სამუშაოები უკვე დაწყებულია და 2023 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.