შარშან სსიპ-ებსა და ააიპ-ებში 163 069 ადამიანი მუშაობდა, მათგან 31% – შტატგარეშედ – IDFI

2021 წლის მონაცემებით, სახელმწიფო სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია 163,069 პირი, საიდანაც 50,561 (31%) წარმოადგენს შტატგარეშე მოსამსახურეს. ინფორმაციას თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.

IDFI -ის ცნობითვე, 2021 წელს სახელმწიფო სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების (საჯარო სკოლების გამოკლებით) მიერ საკუთარი შემოსავლებიდან გაწეულია 443.5 მილიონი ლარის შრომის ანაზღაურების ხარჯი, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.

კვლევის ძირითადი მიგნებებში ასევე ნათქვამია, რომ მუნიციპალური ა(ა)იპ-ების და სახელმწიფო კომპანიების ბიუროკრატიული აპარატის შესახებ კრებსითი მონაცემები, ხელმისაწვდომია მხოლოდ 2019 წლის მდგომარეობით. ამ პერიოდში მუნიციპალურ ა(ა)იპებში დასაქმებული იყო 61,401 თანამშრომელი, ხოლო სახელმწიფო კომპანიებში 37,142 თანამშრომელი“

ამ კონკრეტულ ნაწილში IDFI აკეთებს დასკვნას და გასცემს რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ (როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე) ბიუროკრატიული აპარატის ოპტიმიზაცია უნდა უზრუნველყოს. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სახელმწიფო და მუნიციპალური სსიპ-ების და ა(ა)იპების თანამშრომელთა არაგონივრულად მაღალ მაჩვენებლებს, ხელშეკრულებით დასაქმების არსებულ პრაქტიკას და სხვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კი ბიუროკრატიული აპარატის და მათ შენახვაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის მონიტორინგი, მისი სათანადო ოპტიმიზაციის დონის მიღწევამდე უნდა გაააქტიუროს.