შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნება დაიწყო. გამოქვეყნდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის, ასევე ოსური ენის გამოცდის პირველად შედეგები.
,,საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე – online.naec.ge“,- აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.