ცეცხლის ლოკალიზება თელეთის ქედზე ამ დრომდე გრძელდება. ცეცხლის ღია კერები რუსთავ-თბილისის ავტომაგისტრალთან უკვე ახლოსაა,თუმცა გადაადგილება შეზღუდული არ არის. ავტომანქანების მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე დღეს ხანძრის ქრობის პროცესში ბორჯომის ხეობიდან ავიაცია ჩაერთო. ფერდობი, სადაც ტყეს ცეცხლი უკიდია რელიეფურად რთული მისადგომია და უკვე მეხანძრე მაშველები მის ჩაქრობას, რამდენიმე საათია ცდილობენ.