12:00 საათზე ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება

დღეს, 12:00 საათზე  ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები, ასევე გათანაბრებული და სკალირებული ქულები გამოქვეყნდება. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგი გამართა.