ძლიერი ხანძარი ქუთაისში

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში ხანძარია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. უწყების ცნობით, ცეცხლი ეკალ-ბარდებსა და ბალახს უკიდია. ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ. ბოლო ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.