2 წლის ბავშვმა გველს უკბინა. შემთხვევა თურქეთის სოფელ კანტარში მოხდა. პატარა გოგონა, სახლის ეზოში თამაშობდა, როცა მას ტუჩზე გველმა უკბინა. 2 წლის გოგონამ კი გველი დაიჭირა, შურისძიების მიზნით უკბინა და მოკლა.
გოგონას, მეზობლებმა მაშინ მიუსწრეს, როცა მას, თითქმის 50 სმ გველი კბილებით ეჭირა. ბავშვს პირველადი დახმარება იქვე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.