დღეს, დილით, ქალაქ ოზურგეთში, მკვლელობა მოხდა. როგორც ცნობილია, 50 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. გარდაცვლილს სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევა ოზურგეთში ლესელიძის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე იმყოფებიან ექსპერტკრიმინალისტები.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცი ციხიდან დაახლოებით 4 თვის წინ გამოვიდა.