საპატრულო პოლიციამ გარდაბანში მცხოვრები ორი არასრულწლოვანი გოგო თბილისში იპოვა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
შეგახსენებთ, პოლიცია გოგოებს 6 დღის განმავლობაში ეძებდა.
ოჯახის ინფორმაციით, ისინი მაღაზიაში მიდიოდნენ, რის შემდეგაც ისინი სახლებში აღარ დაბრუნებულან. მოგვიანებით კი არასრუწლოვნების მიმოწერა ნახეს, სადაც მოზარდები მეგობარს ჰპირდებოდნენ, რომ მასთან ბათუმში ჩავიდოდნენ.