,,ენერგო-პრო-ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

1 სექტემბერს 09:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, ტაკალო, ქვემო სარალი, იმირი, არაფლო, ქირაჩ-მუღანლო, დაშთაფა, ულაშლო, შულავერი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში შინდლარი და შახმარლო;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ვარკეთილის მეურნეობა, კაპანახჩი, ქესალო და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დაბა კაზრეთი და კაზრეთი;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ დიდ ლილოში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.