ერთი კვირის მონაცემებით 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული ერთი კვირის (07.08- 14.08) განმავლობაში საქართველოში კორონა ვირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში კორონა ვირუსისგან 12 766 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 16.58%.

წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონა ვირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 199 პირი, გარდაიცვალა რვა პაციენტი.

რაც შეეხება ქვემო ქართლში კოვიდსტატისტიკას გასული კვირის მონაცემებით 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  რუსთავში  299 ადამიანია ინფიცირებული გასული ერთი კვირის  მონაცემებით. კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა შემთხვევა რეგიონში არ დაფიქსირებულა.