covid-19-ის სტატისტიკა ქვეყანასა და რეგიონში

   გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონა ვირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 14 486 ადამიანი,ხოლო გარდაიცვალა 3 პაციენტი ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

   რაც შეეხება ქვემო ქართლში კოვიდსტატისტიკას გასული კვირის მონაცემებით 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო რუსთავში 460 ადამიანია ინფიცირებული გასული ერთი კვირის მონაცემებით. კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა შემთხვევა რეგიონში არ დაფიქსირებულა.