რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია  გრძელდება

ქალაქის ისტორიული უბნის, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია  გრძელდება.

ამ დროისთვის  პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია,რომლის ფარგლებშიც საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა განხორციელდა, რაც შეეხება რეაბილიტაციის მეორე ეტაპს როგორც ქალაქის მერი ამბობს მალე დაიწყება და ის ითვალისწინებს ქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა-რეაბილიტაციას.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მლნ 400 000 ლარია.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.