რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში, იანა გაშპარიკოვას, საელჩოს წარმომადგენლებსა და ეკონომიკის ექსპერტს, ირაკლი სვანაძეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
საუბარი ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
ნინო ლაცაბიძემ სტუმრებს რუსთავში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.