გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
საბა მახარაძე ერთ-ერთი აბიტურიენტია, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება, 60 ქულიდან 59 აიღო.
საბა მახარაძე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მას სწავლის გაგრძელება თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით სურს.