პარიზი და ბერლინი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვას მხარს არ უჭერენ, – ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.
საფრანგეთი და გერმანია მიიჩნევენ, რომ ვიზები მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის უნდა იყოს შეზღუდული, სტუდენტებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და სხვა კატეგორიის ჯგუფებს კი ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა არ უნდა აეკრძალოთ.
რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვის საკითხს ევროპის პირველი დიპლომატები 31 აგვისტოს, პრაღის არაფორმალურ სამიტზე განიხილავენ.