ოქროს მედალი ,,APIMONDIA 2022”-ზე

თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდმა ოქროს მედალი მოიპოვა.
 ფესტივალის ფარგლებში, 10 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ მონაწილეები, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტო საუკეთესო სტენდის ნომინაციაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული თაფლის მწარმოებელი 8 კომპანიის სხვადასხვა სახეობის ქართული თაფლი, მათ შორის ჯარას თაფლი.
გამოფენაში-კონგრესში ქართული მხარის მონაწილეობის ორგანიზება თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. სტამბულში საქართველოს საკონსულოს ჩართულობით განხორციელდა.