ბოლნისში ზაურ ხუჯაძის სახელობის სკვერში „წიგნის ბუდე“ მოეწყო

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირისა და საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის „სკვერის ბიბლიოთეკები რეგიონებში“ ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში ზაურ ხუჯაძის სახელობის სკვერში „წიგნის ბუდე“ მოეწყო.

ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება „წიგნის ბუდიდან“ სასურველი წიგნის ადგილზე წაკითხვა ან სახლში წაღება. წაკითხული წიგნი მკითხველმა ისევ „ბუდეში“ უნდა დააბრუნოს ან სხვა წიგნით ჩაანაცვლოს. აღსანიშნავია, რომ პროექტი „პროკრედიტ ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

„წიგნის ბუდის“ გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელი დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო გამოფენა, სახელწოდებით -,,გერმანელები საქართველოში“.