გარდაბანში ,,ახალგაზრდული ფესტივალი 2022” გაიმართა

24 სექტემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, გარდაბანში „ახალგაზრდული ფესტივალი 2022“ ჩატარდა.

ფესტივლის ფარგლებში, გარდაბნის ცენტრალურ პარკში, საფესტივალო სივრცე მოეწყო. მაყურებლის წინაშე, ქართული, რეგის მიმდინარეობის მუსიკალური ჯგუფი, “Reggaeon” წარსდგა. ცოცხალ მუსიკასთან ერთად, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მიეღოთ მონაწილეობა, გაიმართა ფერების შოუ.

ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტერის მერი, დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საღამო ელექტრონული მუსიკის ფონზე,ფოიერვერკით დასრულდა.