გასული კვირის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში ბოლო 7 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის განმავლობაში Covid-19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 257 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

გასული კვირის მონაცემებით კი ქვემო ქართლში კორონა ვირუსის  839 შემთხვევა დაფიქსირდა.