გიორგი დოხტურიშვილი მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომაგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვადასხვა საჭიროებები განიხილეს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ყველა იმ გამოწვევის გადასაჭრელად რის წინაშეც რეგიონი, განვითარების გზაზე დგას.
სამუშაო შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ილია ჯალაღანია და კახა კობერიძე, მუნიციპალიტეტის მერები, მოადგილეებთან ერთად და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი ციბაძე ესწრებოდნენ.