დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა.
ელისაბედ მეორე 96 წლის იყო. ბუკინგემის სასახლემ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ ექიმები დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
ელისაბედის ოჯახი შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გაემგზავრა, რათა მონარქის გვერდით ყოფილიყო.
ბოლო წლის განმავლობაში დედოფალს გადაადგილება უჭირდა.
დედოფალი ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს, 25 წლისა ავიდა. ის მსოფლიოს ისტორიაში უხუცესი მონარქი იყო და ტახტზე ყველაზე მეტი დრო გაატარა.