დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედს ედინბურგში გადაასვენებენ

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ბალმორალს ციხესიმაგრიდან გამოასვენეს. მონარქს შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში გადაასვენებენ.

ბრიტანული მედიის თანახმად, სამგლოვიარო კორტეჟი 280 კმ-ს გაივლის და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად დაახლოებით 6 საათი დასჭირდება. ის ედინბურგამდე აბერდინში, დანდისა და პერთში გაივლის.

შეგახსენებთ, ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ. დიდ ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვის დღე გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად უქმედ გამოცხადდა.